გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების რეიტინგი განაახლა.
პირველ ათეულში შევიდა არგენტინელი ხულიან ალვარესი, რომლის სახელი წინა ვერსიაში არ ყოფილა. ასევე პირველად მოხვდნენ სიაში არგენტინელები, მეკარე ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“) და „ბენფიკას“ ჰავბეკი ენცო ფერნანდესი (მე-14 ადგილი).
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ათეულში ადგილს მაინც ინაჩუნებს.
ახლა ათეული ასეთია:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“)
4. ნეიმარი (პსჟ)
5. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)
6. ვინისიუსი („რეალი“)
7. კევინ დე ბრუინი („სიტი“)
8. ხულიან ალვარესი („სიტი“)
9. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
10. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
„ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი ქარიმ ბენზემა ოცეულშიც ვერ მოხვდა.