LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ბურთის“ 30 მაძიებელი: France Football სიას ორშაბათს გაასაჯაროებს

40

France Football „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების სიას 24 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
პრესტიჟული ჯილდოს მაძიებელი 30 კანდიდატის ჩამონათვალს მსოფლიო დამდეგ ორშაბათს იხილავს. ამის შესახებ France Football-ის ოფიციალური საიტი იტყობინება.

2010 წელს ჟურნალის გამომცემლებმა ფიფასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმად „ოქროს ბურთს“ გადასცემდა საერთაშორისო ფედერაცია ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და კაპიტნების, ასევე მასმედიის წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგად. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით კი, ჯილდოს გადაცემაზე პარტნიორობა დამთავრდა.

მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მოიგო „ოქროს ბურთი“ მას შემდეგ, რაც ჯილდოს ფიფა გადასცემს. გამოცნობა მარტივია, ესენია: ლიონელ მესი – ოთხჯერ (2010, 2011, 2012, 2015) და კრიშტიანო რონალდო – ორჯერ (2013 და 2014).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები