ინტერნეტში ფრანგული ჟურნალის France Football-ის სპეციალური ნომრის გარეკანის ფოტო გავრცელდა. მასზე გამოსახულია “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი და “ოქროს ბურთი”.
შეგახსენებთ, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონია 7 დეკემბერს გაიმართება.
შარშან ეს პრიზი “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ მოიპოვა. უკვე მეორე წელია, France Football-მა ფიფასთან ურთიერთობა გაწყვიტა და ისევ დამოუკიდებლად ავლენს “ოქროს ბურთის” მფლობელს.