ევროპული სეზონი დასრულებულია.
მთავარი ტროფეები გათამაშდა, მაგრამ რჩება ინდივიდუალური ჯილდოები. კერძოდ, „ოქროს ბურთი“. ერთი წლის წინ ლუკა მოდრიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისე ითამაშა, რომ ჯილდო მესი/რონალდოს წყვილს აართვა, რომლებიც ბოლო 10 წელი ერთმანეთში თანაბრად იყოფდნენ. რა იქნება ამ სეზონში?
ექსპერტებმა ფავორიტები დაასახელეს
მთავარი პრეტენდენტია ლეო მესი. „ბარსა“ ისევ ვერ მივიდა ფინალამდე, მაგრამ არგენტინელის სოლოებმა მთელი სეზონის განმავლობაში ანალიტიკოსებს 1.5 კოეფიციენტი ამოაგდებინეს.
წინა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ მოსაგებად სწორედ ეს კაცი დააკლდა – ვირხილ ვან დეიკი. პირველად 13 წლის განმავლობაში მან სრულად, 1080 წუთი (12 მატჩი) ჩაატარა ლიგის ერთ გათამაშებაში და ერთხელაც ვერ მოატყუეს. მისი გამარჯვების კოეფიციენტია 3.00.
ტოპ-3-ს ასრულებს სადიო მანე. თუმცა ბუქმეკერებს მისი გამარჯვების დიდად არ სჯერათ – 20.00.
კიდევ ვისზე შეიძლება დადება?
მო სალაჰი – 20.00
რაჰიმ სტერლინგი – 20.00
კრიშტიანო რონალდო – 25.00