LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრომ ოქრო მოიგო: ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებულია

165

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, 100კგ. წონით კატეგორიაში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გრან სლემის ტურნირზე, ოქროს მედალი მოიპოვა.  ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა ფალავანმა, ტუნისის 2018 წლის გრან-პრის გამარჯვებული, ირლანდიელი ბენჯამინ ფლეტჩერი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

დიუსელდორფის გრან სლემზე საქართველო 7 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, ვარლამ ლიპარტელიანმა კი თავისი გამოსვლა ოქროთი დააგვირგვინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები