LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრიაშვილმა ევროპალიგაზე მაკრატელა გაიტანა (ვიდეო)

93

თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპის ლიგაზე ულამაზესი გოლი გაიტანა და „კრასნოდარს“ ესპანურ „სევილიასთან“ მოაგებინა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ოქრიაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა. ქართველი ოთხ წუთში მატჩის და მთლიანად ტურის გმირი გახდა.

88-ე წუთზე ქართველმა შემტევმა მეტოქის საჯარიმოში, კლაესონის თავით დაგდებული ბურთი ანდალუსიელთა კარში მაკრატელა დარტყმით გადაგზავნა.

თავად ფეხბურთელმაც ძლივს დაიჯერა მომხდარი:

„მიჭირს ემოციების სიტყვებით გადმოცემა, – თქვა ოქრიმ თამაშის შემდეგ, – არ დავიჯერე ბურთი ბადეში რომ დავინახე. მიხარია, რომ დავბრუნდი და გუნდს დავეხმარე. თავს 100 პროცენტით მზად ვგრძნობ. მწვრთნელი მენდო და მადლობა ამისთვის. გულშემატკივრებს კი მადლობა მხარდაჭერისთვის, არარეალური ატმოსფეროსთვის.“

 

ეს გოლი ძალიან ჰგავდა ორი წლის წინ თორნიკეს მიერ „ზენიტის“ კარში გატანილ ბურთს.

საბოლოოდ მატჩი კრასნოდარელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას „კრასნოდარი“ – ბელგიაში, ლიეჟის „სტანდარტთან“, 25 ოქტომბერს გამართავს.

თორნიკეს გარდა ევროპა ლიგაზე კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა.

ლევან ყენიას „დუდელანჟი“ გასვლაზე „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 76-ე წუთზე გამოჩნდა.

ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა სტამბოლში, „ფენერბახჩესთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა, ტრნავის „სპარტაკმა“, 0:2 დათმო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები