თორნიკე ოქრიაშვილმა „კრასნოდარი“ დატოვა. მომხდარზე კომენტარი გააკეთა თემურ ლეფსაიამ გააკეთა, რომელიც თორნიკეს ინტერესებს იცავდა კონტრაქტის ხელმოწერის დროს.
„ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ოქრიაშვილს არ აკმაყოფილებდა ის დრო, რომელსაც მოედანზე ატარებდა. მაგრამ „კრასნოდარის“ ხელმძღვანელობის მადლობლები ვართ, რადგან ჩვენი ინტერესი გაითვალისწინეს. მადლობა კლუბს, რომელიც ოქრიაშვილს ენდო და მიიწვია. „კრასნოდარი“ სუპერკლუბია, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზეა. იმედია, სერგეი გალიცკი და ვლადიმირ ხაშიგი თორნიკეს მიწვევას არ ნანობენ. ოქრიაშვილმა კლუბს ბევრი სარგებლობა მოუტანა, ხოლო „კრასნოდარის“ გულშემატკივრებს – ბევრი ემოცია. გავიხსენოთ მხოლოდ ორი განსაცვიფრებელი გოლი „ზენიტთან“ და „სევილიასთან“. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ოქრიაშვილი ამბიციური ადამიანია და სურს, რომ რაც შეიძლება მეტხანს ითამაშოს. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადო „კრასნოდარის“ გულშემატკივრებს, რომლებიც ოქრუაშვილს ყოველთვის განსაკუთრებულად ექცეოდნენ. ახლა თორნიკე ისვენებს და მის ტრანსფერზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესები არსებობს – როგორც რუსული, ასევე ევროპული კლუბებიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის უკლუბოდ არ დარჩება,“ – განაცხადა ლეფსაიამ.