LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრი ოქრო პირველად გვაქვს: საქართველო მსოფლიოში მესამეა (ვიდეო)

52

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

პარიზში გამართულ პლანეტის პირველობაზე გიორგი იანტბელიძის გუნდიდან ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ლადო ხინჩეგაშვილმა (61 კგ) მოიპოვა.

იაკობიშვილმა (65 კგ) მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი 3-1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, აღსანიშნავია ქართველის გამარჯვება ნახევარფინალში, სადაც რუსეთის ნაკრების წევრი ალან გოგაევი ბოლო წამებზე მოპოვებული მომგებიანი გდების წყალობით დაამარცხა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1649567961740899/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

პირველად მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ვინც ფინალში მთავარი ფავორიტი, ევროპის 4-გზის, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაძაბულ ბრძოლაში 10-8 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპონი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში.

პირველად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა ახალ 61 კგ კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,

კიდევ 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ ზურაბ ერბოწონაშვილსა (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ), თუმცა გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 56 ქვეყანას შორის 40 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველი-მეორე ადგილები აშშ-სა და რუსეთის ნაკრებებმა გაინაწილეს, გუნდური მესამე ადგილისათვის განკუთვნილი პრიზი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ჩაიბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები