საცხოვრებელ კომპლექსში ”ოპტიმა ისანი” მესაკუთრეებისთვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ათი დღით ადრე დაიწყო და პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია.
როგორც ”ფორტუნას” დეველოპერული კომპანია m2 დან აცნობეს, კომპლექსი კომპანიის ახალი, ოპტიმალური სამშენებლო ხაზის პირველი დასრულებული ენერგოეფექტური პროექტია.
მათივე ინფორმაციით, ”ოპტიმა ისანში” ბინების 70% უკვე გაყიდულია და სულ მალე მაცხოვრებლების შესახლება დაიწყება.
როგორც m2 ში აცხადებენ, 238-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ თბილისში, მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და 5,272 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება.
”კომპლექსში ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი ზოგავს დროს, ფულსა და ენერგიას. „ოპტიმ აისანი“ m²-მა 2014 წელს წარადგინა და 2-ოთახიანი, სრულად გარემონტებული ბინა იმ დროისთვის უპრეცენდენტო ფასად, 29,000 დოლარად შესთავაზა მომხმარებელს.
საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „ოპტიმა ისანში“ ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ. ახალ სახლებში მათ საჩუქრად დახვდებათ სრულად მოწყობილი სველი წერტილი და სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარ საწინააღმდეგო სისტემებით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით. მაცხოვრებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის კომპლექსის მოვლის მომსახურება, რაც დასუფთავებას, გამწვანების მოვლასა და 24-საათიან დაცვას გულისხმობს”, – აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში.
მათივე ცნობით, „ოპტიმა ისანი“ სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.