ოპრა უინფრი არ განეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ქალებს მოუწოდებენ, რომ საკუთარი თავი ნებისმიერი წონის შემთხვევაში უნდა უყვარდეთ. 63 წლის ტელეწამყვანი ორი წლის წინ საერთაშორისო კომპანია Weight Watchers-ის აქციონერი გახდა, რომელიც მომხმარებლებს წონის კლების პროდუქტებსა და ამ კუთხით მომსახურებას სთავაზობს. ცნობილმა ქალბატონმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც წონის კონტროლის არქონის გამო, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.
ოპრამ მოყვა, რომ როდესაც მისმა წონამ 90 კილოგრამს გადააჭარბა, ის ცდილობდა ამ საკითხისთვის პოზიტიურად შეეხედა, თუმცა ჯანმრთელობის რისკის გამო ამაზე საბოლოოდ უარი თქვა.
„თქვენი გული, რომელიც სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ითხოვს, რომ წონა იყოს ნაკლები. როდესაც მესმის, რომ საკუთარი თავი ისეთად უნდა შეიყვარო, როგორიც ხარ, მინდა ვუპასუხო, რომ ვერ მივიღებ ჩემს თავს, თუკი ნიშნული 90 კილოგრამს გადასცდება. ამის გამო, ძალიან დიდი დატვირთვა ჩემს გულს დაადგება, გაიზრდება დიაბეტის შანსი, რომლისთაც ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი იტანჯებოდა“ , – განაცხადა უინფრიმ.
ოპრას აზრით, აუცილებელია წონის კლების ინდივიდუალური გეგმა, ასევე თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რამდენად სწორად იკვებება.