LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპრა უინფრი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს

95

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აღარ გამორიცხავს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ტელეკომპანია „ბლუმბერგთან“ უინფრიმ განაცხადა, რომ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებამ, იმის მიუხედავად, რომ  „რესპუბლიკელების“ კანდიდატს არ ჰქონია პოლიტიკური გამოცდილება,  დააფიქრა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე საპრეზიდენტო არჩევნებში.

63 წლის ტელევარსკვლავი,რომელიც მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა, აქამდე პოლიტიკური ამბიციების შესახებ არასოდეს საუბრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები