LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპრა უინფრი კარდაშიანების ოჯახს იცავს

33

იმის ფონზე, რომ ბევრი ვარსკვლავი კარდაშიანების ოჯახის წევრებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ცნობილი ჟურნალისტი და მედიამაგნატი ოპრა უინფრი ოჯახის დასაცავად გამოდის და აცხადებს, რომ კარდაშიანები  ძალიან ესიმპატიურება.

ავსტრალიური რადიოშოუ Kyle and Jackie O Show-ს მიმდინარეობისას ოპრამ განაცხადა :

„ორი წლის წინ მე კარდაშიანების ოჯახისგან ინტერვიუ ავიღე. წარმოდგენაც არ მქონდა, რა მძიმე იყო მათი შრომა. ბევრი ფიქრობს, რომ ძალიან მარტივია ასე ფულის შოვნა – უბრალოდ ცხოვრობ და თან კამერა დაგყვება… თუმცა ეს არც ისე იოლია. შექმნა საინტერესო რეალითი-შოუ, საკმაოდ რთულია, მუდმივად დაძაბული ხარ.

როდესაც მათთან მივედი, მომდევნო ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობდა. კარდაშიანებთან ერთად 7 საათის განმავლობაში ვიყავით, ჩემი წამოსვლის შემდეგ კი მათ კიდევ 7 საათი იმუშავეს“.

 

უინფრის ინტერვიუ ეთერში მას შემდეგ გავიდა, რაც მსახიობმა რებელ უილსონმა უარი განაცხადა MTV Video Music Awards-ში მონაწილეობა კენდალ და კაილი ჯენერებთან ერთად მიეღო. მოგვიანებით მსახიობმა საკუთარი სიჯიუტე განმარტა – უილსონი მიიჩნევს, რომ კარდაშიანების ოჯახის გოგონები ბევრს არაფერს წარმოადგენენ და საკუთარი პოპულარობისთვის არაფერი გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები