11-მა ოპოზიციურმა პოლიტიკუმა პარტიამ არჩევნებამდე 24 საათით ადრე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თამახმად პარტიები პირობას დებენ, რომ ისინი სამთავრობო კოალიციას არ შექმნიან “ქართულ ოცნებასთან”. დოკუმენტს ხელი “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მოაწერეს და ამავე შეთანხმების შინაარსს სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ, რომლებიც საკუთარ გადაწყვეტილებას ხელმოწერით მოგვიანებით დაადასტურებენ.
“დოკუმენტზე ხელმოწერით ვიღებთ ვალდებულებას, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შეუქმნით სამთავრობო კოალიციას, ბლოკს და თანამშრომლობის სხვა ფორმატს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება ოფიციალური დოკუმენტის შინაარს, განმარტებულია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას.
„ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციური მთავრობის არ შექმნასთან დაკავშირებით, ქვემორე ხელმომწერი პარტიები ვაცნობიერებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით, ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში; ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით; „ნორმალიზების პოლიტიკის“ საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით.
ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არც ერთ მოცემულობაში, არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ“ – ნათქვამია მემორანდუმში.