ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია აცხადებენ, რომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის 104 712 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით 11 ლარად გადასცა.
როგორც დეპუტატებმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნეს, „რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი“.
„მე, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია წინა დღეებში ვიმყოფებოდით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე და ვათვალიერებდით იმ ტერიტორიებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსი ოლიგარქების გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს 49 წლით სამართავად.
„რაჭის 80-მდე სოფელს მოიცავს და თან განლაგებულია რუსეთისა და სამაჩაბლოს მოსაზღვრე რეგიონში.. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ელოდება უახლესი ნახევარი საუკუნე“ - რას ამბობს ტყეების 49 წლით გადაცემის საქმეზე ირაკლი მაჭარაშვილი
"საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 2%-ზეა საუბარი და თან განლაგებულია რუსეთის ფედერაციისა და სამაჩაბლოს მოსაზღვრე რეგიონში.. შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე დაიწყონ ტყის ჭრა, მათ შორის კომერციული მიზნითაც", - განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.
ტერიტორიის მასშტაბი არის 104 712 კვ.მ ეს არის საქართველოს ტერიტორიის 4,1%. ეს ტერიტორიები გადაეცა ხიდაშელს, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დავით გარეჯის კონფლიქტის ინიციატორს და შემოქმედს. ასევე, არასანდო პარტნიორს იმიტომ, რომ მან ახტალაში იყიდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით სასტუმრო და ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი დავა არის სასამართლოშიც და პროკურატურაშიც, თუმცა, დავით ხიდაშელი არის ხელშეუხებელი ადამიანი და არცერთი საკითხი წინ არ დაძრულა იმიტომ, რომ დავობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი.
ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვ. მეტრში 45$- აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს 11 ლარად გადასცა.
ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ სახელმწიფო არ იძლევა ზუსტ ტერიტორიებს, სად გადის ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საზღვარი. ჩვენ ეს კოორდინატები არ გვაქვს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.