LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციონერების უკრაინაში გამგზავრებაში ცუდი არაფერია, ცუდია კეკლუცობა იმის ფონზე, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს: გია ვოლსკი

168
გია ვოლსკი - ფორტუნა

ოპოზიციური პარტიების კიევში ვიზიტთან დაკავშირებთ კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გააკეთა. გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ბევრმა წარმომადგენელმა დააშავა ქვეყნის წინაშე და ამ დანაშაულის გამოსყიდვა უკრაინაში ჩასვლით და დროშის ფრიალით, საკმარისი არ არის.

„ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს” – აღნიშნა ვოლსკიმ

“პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს გვაძლევს ოკუპაციის მიმართულებით.” – აცხადებს ვიცე-სპიკერი

ვოლსკის თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინაში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლა არის პოლიტიკური კეკლუცობა.

“შემიძლია, ეს ყველაფერი უფრო მძიმედაც შევაფასო, მაგრამ ამ დელეგაციებში არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ფიქრობენ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე დააშავა და დღეს ამ დანაშაულის გამოსყიდვა იმით, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და დროშები აფრიალონ, არ არის საკმარისი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები