რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ აქციის მონაწილეების მსვლელობა მიმდინარებს. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.
პარლამენტის წინ აქციას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებასაც გეგმავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა ისევ 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემაა.
უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.