LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გეგმებში არეულია…ჯერ თქვეს რომ გეგმავდნენ მანდატების შეწყვეტას, შემდეგ უარყვეს საკუთარი გადაწყვეტილება: ირაკლი კობახიძე

83
ირაკლი კობახიძე სიცილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის საკმაოდ არეული თავის გეგმებში და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ჯერ თქვეს რომ გეგმავდნენ მანდატების შეწყვეტას, შემდეგ უარყვეს საკუთარი გადაწყვეტილება“.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ორი განცხადებაა შესული, მიმართვის შემთხვევაში კი დეპუტატები სხვა კოლეგების განცხადებებს დააკმაყოფილებენ.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის საკმაოდ არეული თავის გადაწყვეტილებებსა და გეგმებში და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ჯერ თქვეს რომ გეგმავდნენ მანდატების შეწყვეტას, შემდეგ უარყვეს საკუთარი გადაწყვეტილება. ეს მეტყველებს იმაზე რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული რეალურად რა სურს. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ეს ძალები საერთოდ არ იყვნენ დაინტერესებულები არჩევნებით. მათ გათვლა ჰქონდათ არჩევნების შემდეგ დღეებზე და ეს მანდატის უარყოფაც არის ამის გაგრძელება. რეალურად, მათთვის მთავარი არის მიხეილ სააკაშვილი – მათი ბელადი, რომელიც ახლა არის ციხეში. მათ არ აინტერესებთ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტებში მუშაობა. ეს აჩვენებს მათ დღის წესრიგს. მათი დღის წესრიგი არის დესტრუქციული და ამ დღის წესრიგში, ბუნებრივია, არ ჯდება მუშაობა ისეთ ინსტიტუტებში, რომლებიც განასახიერებენ სახელმწიფოს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები