LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ნაწილი პრემიერის და მთავრობის იმპიჩმენტით იმუქრება, ნაწილი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებით მიმართავს

115
148141161315სსს

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტში ახალ ცვლილებას, საპარლამენტო ოპოზიცის ნაწილი საქართველოს პრემიერ მინისტრის და მთავრობის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს, ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვას, ნაწილი კი პრზედენტს, რომ ვეტოს უფლება გამოიყენოს. ამის შესახებ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობისას ისაუბრეს. პაკეტი, რომელიც დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა, გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მთავრობის უფლებამისილების დაკანონებას გარკვეული სახის შეზღუდვებზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებათა პროექტს დაამტკიცებს, მთავრობისა და მთავრობის მეთაურის იმპიჩმენტის გამოცხადებას აპირებს.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პანდემიის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სავალდებულოა, ხოლო თუკი გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეიზღუდება, ამით კონსტიტუცია დაირღვევა. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მთავრობა პანდემიას საკუთარი უფლებების გასამყარებლად იყენებს.

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძისთვის გაუგებარია რატომ ცდილობს პარლამენტი სასწრაფო წესით მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება. მისი განმარტებით, არსებობს უამრავი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელია. დეპუტატის აზრით, აღნიშნული პაკეტი პრემიერ მინისტრს უნდა წარედგინა და არა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ თანაგუნდელებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტეს მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ აღნისნული კანონის მიღებით შეიცვლება სახელმწიფო მმართველობა. დეპუტატი ამბობს, რომ ვინც ცვლილებას მხარდ დაუჭერს, მას კარგად უნდა ესმოდეს პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა.

“კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ ჩქვენ თუ მასთან მეგობრობას აპირებთ, იმაზე უკეთესი მეგობარი არ გეშოვოთ. თქვენ ამ კანონის მიღებით ძალიან ცუდ რაღაცას უკეთებს ქვეყანას. თქვენ ამას არც ნაცმოძრაობას და არც სხვა ჯგუფებს, არამედ საქართველოს მოსახლეობას უკეთებთ” – გედევან ფოფხაძე.