LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ნაწილი პრაიმერიზის ჩასატარებლად ცესკოს მიმართავს

46

მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ და პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრებმა პრაიმერიზის ჩასატარებლად ცესკოს მიმართეს.

პრაიმერმა ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა გამოავლინოს. პოლიტიკური გაერთიანებები მიმართავენ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, რათა დებატებისთვის სატელევიზიო ეთერი დაამატონ.

„დღევანდელი პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფართოდ გაიშალოს ამომრჩეველთა ხმები. ამგვარი ტიპის არჩევნებში, როგორც წესი, ფოკუსირება ხდება ხოლმე 2 კანდიდატს შორის და ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ოპოზიციას ჰყავდეს ერთობლივი კანდიდატი, რომელსაც ექნება რეალური შანსი, მოგების კონკურენციაში შევიდეს ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მათ პროდასავლური ორიენტაციის  ოპოზიციურ ძალებს უკვე მიმართეს ინიციატივით, რომ  პრაიმერიზის გზით საერთო კანდიდატები შეარჩიონ, რათა ხელისუფლების დამარცხება პირველივე ტურში გახდეს შესაძლებელი.  თუმცა, ოპოზიციიის მხრიდან მათ წინადადებას ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები