LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ნაწილი ხელმოწერით პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ შექმნის

77
Untitled

ოპოზიციის ნაწილი ხელმოწერით პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ შექმნის.

დეკლარაციაზე ხელისმომწერთა შორის არიან “ევროპული საქართველო,” “ნაციონალური მოძრაობა,” “გირჩი,” “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა”, “ახალი საქართველო”.

დიდი ალბათობით, მომავალი პარლამენტი ყველაზე უფრო მრავალპარტიული და კოალიციური იქნება, რადგან არცერთ პარტიას არ ეყოფა ხმები 150-ადგილიან პარლამენტში 76 ადგილის მისაღებად.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ფორმდება მემორანდუმი და ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელზე ხელმომწერი პარტიები ღიად დააფიქსირებენ, რომ ისინი არ აპირებენ  ბიძინა ივანიშვილთან კოალიციის შექმნას. მისივე თქმით ეს იქნება კარგი კატალიზატორი იმისა,რომ გამოჩნდეს რომელი პოლიტიკური ძალა სად მოიაზრებს თავს ამ არჩევნების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები