LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის მხრიდან “ფეისბუქზე” ამგვარი “ტროლების” მსხვერპლი ვყოფილვარ – თეა წულუკიანი

188
694f8d2a574c15cf1360ed4805b6ba49

სოციალურ ქსელში ასობით ყალბი ანგარიშის არსებობის ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება. მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მართული „ტროლების“ მსხვერპლი თავადაც არაერთხელ ყოფილა. თეა წულუკიანი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი გვერდები იუსტიციის სამინისტროს დისკრედიტაციას წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.

“არ არის ჩემთვის ამგვარი ანგარიშებისა და “ტროლების” შესახებ ცნობილი, თუმცა არის ცნობილი იმის შესახებ, რომ მაგალითად, არ ვიცი ვის მიერ შექმნილი “ტროლები” თუ  ყალბი ანგარიშები, მიზანმიმართულად ბოლო 7 წლის მანძილზე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი თუ რომელიმე ორგანიზაცია, თუ პოლიტიკური პარტია – იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას. მე  მაგალითად, როგორც გითხარით, ოპოზიციის მხრიდან “ფეისბუქზე” ამგვარი “ტროლების” მსხვერპლი ვყოფილვარ… დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და თქვენ საზოგადოებას, ცდილობენ ბოკერიები, სხვები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, მოგყიდონ ტყუილი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ფეისბუქში ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია” – არჩილ თალაკვაძე

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის სხვადასხვა შეფასებების მიუხედავად, “ფეისბუქმა” არაავთენტური გვერდებისა და ყალბი ანგარიშების უკან სწორედ სახელისუფლებო გუნდი “ქართული ოცნება” და სარეკლამო სააგენტო “პანდა” გამოავლინა. სოციალურმა ქსელმა მთლიანობაში 418 ყალბი ანგარიში გააუქმა.