LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, ეს არის შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ: გია ვოლსკი

57
FORTUNA.GE- (1)

“აქციები სიახლე არ არის, აქციები იგეგმებოდა არჩევნებამდეც და დესტრუქციული პროცესების განვითარების მოთხოვნა დღის წესრიგში დგას 2013 წლიდან, როცა სააკაშვილი დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში. ეს არის რეალობა და მას საზოგადოებამ უნდა გაუსწოროს თვალი.” – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუ გავაანალიზებთ, ის არის კონსპირაცია და შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ.

გია ვოლსკიმ ამის შესახებ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე საუბრის დროს განაცხადა.

“აქციები სიახლე არ არის. აქციები იგეგმებოდა არჩევნებამდეც და დესტრუქციული პროცესების განვითარების მოთხოვნა დღის წესრიგში დგას 2013 წლიდან, როცა სააკაშვილი დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში. ეს არის რეალობა და მას საზოგადოებამ უნდა გაუსწოროს თვალი. განსაკუთრებით, მივმართავ იმ ხალხს, ვისაც ჰგონია, რომ “ნაცმოძრაობას” და მის მხარდამჭერებს რაიმე სიმართლე გააჩნიათ შექმნილ ვითარებაში: არც ერთი პოზიცია, მათ მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ეს გვახსოვდეს ყველას.” – თქვა ვოლსკიმ.

ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი აქციების დაანოსნება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დღესვე გაიმართა მელიას მხარდამჭერი აქცია როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციამ მანამდე, 25 თებერვალს დაგეგმილი შეკრება გადადო და გამოაცხადა, რომ მასშტაბური აქცია 26 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები