LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი: კონგრესმენი სისილინი

94
image_2022-04-22_104203935

ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი – ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა დევიდ სისილინმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სისილინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს.

“ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მუშაობაში”,- განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები და კონგრესმენები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები