LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის გეგმები გადასულია აბსურდში: ბექა დავითულიანი

68
დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ოპონენტები არ ცვლიან დესტრუქციულ ხედვას და ისინი საკანონდებლო ორგანოში შესაბამისი მუშობისთვის მზად არ არიან.

მისი განცხადებით, ოპოზიციის გეგმები საინტერესო აღარ არის და აბსურდშია გადაზრდილი.

“ეს ადამიანები ითხოვენ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას, ანუ მსჯავრდებული დამნაშავე პირის უპირობო გათავისუფლებას, ეს უბრალოდ ვერ მოხდება.” – აცხადებს დავითულიანი

დავითულიანის განმარტებით შეუძლებელია ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი არის საკმაოდ ბევრ გახმაურებულ საქმეში ბრალდებული და მისი გამართლება ვერ მოხდება.

“ქართული ოცნებისთვის” გაუგებარია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც. მათი განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები