LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს… საგამოძიებო კომისიაში საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა ჩაერთონ: ვოლსკი

68
BeFunky-collage (2)

ოპოზიციის  დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო  მძევლად აიყვანოს, – აცხადებს მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი  გია ვოლსკი. მისი თქმით, ოპოზიციის საქციელი განსაკუთრებით მძიმედ აღსაქმელია პანდემიისა და ეკონომიკური ზარალის ფონზე.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი სამართლიანი შეფასებაა ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს გააჩნია.

„თუკი ოპოზიცია არ ერთვება ამ საკითხებში, საგამოძიებო კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში უნდა ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა, საერთაშოროსო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. რასაკვირველია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი აღმოჩნდება რომ 1% გადახრა მაინც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას საფუძველი ექნება, მაგრამ ასეთი სურვილი, რომც გვქონდეს, ჰიპოთეტურად, რომ წარმოვიდგინოთ, თუ საფუძველი არ არსებობს, ხომ არ შეიძლება, მხოლოდ სააკაშვილისა და ნათელაშვილის მოწოდებაზე იყოს დამყარებული საქართველოს ხვალინდელი დღე. ეს არის ვითარების მთელი ფორმულა“. – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა  და პარტიის თავმჯდომარეობის ერთადერთმა კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოციის ხუშტურებს არ დაელოდებიან და თებერვალში საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას… არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია თებერვლის პირველივე კვირაში შეიქმნება“ – კობახიძე

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კომისიის შექმნას ახლა უკვე აზრი არ აქვს, რადგან ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებას” ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა გაყალბებული არჩევნები ოქმებში აესახა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები