ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავება პოლიტიკური დევნა არ არის.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. როგორც შსს-მ განმარტა, ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და მგონი ერთ საათში და კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები: ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია გუშინ დააკავეს. გიორგი პატარაია მალევე გაათავისუფლეს. ასევე გათავისუფლებულია ანა წითლიძე, ჩხეტია კი ამ დრომდე დაკავებულია.