LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციას სურს, მანდატების საკითხით ქვეყნის ინტერესები დააზიანოს… პოლიტიკოსები ერთმანეთს იარაღით არ უნდა დაუპირისპირდნენ – ვოლსკი

44
გია

წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ოპოზიციონერი წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე – არსებობს კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციის, მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის სურვილია, მანდატების შეწყვეტის რესურსი დესტრუქციისთვის, თავისუფლებააყრილად წარმოჩენისთვის და მთლიანობაში, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის გამოიყენონ.

„მანდატების შეწყვეტა რამდენიმე გარემოების გამო დამაზიანებელი იქნება. პირველი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უტიფრად იტყვიან, რომ კი, პარლამენტში შესვლაზე დაგიჯერებდით, მაგრამ აი, მანდატი შემიწყვიტეს. მოსალოდნელია ამ თემით სპეკულირება. არის მეორე საკითხი – აი, ჩვენ იქ არა ვართ, ესე იგი, პარლამენტი ოპოზიციის გარეშე მოქმედებს. აქედან გამომდინარეობს მანდატების შეწყვეტაზე მათი გააფთრებული მოთხოვნა. არის მესამე გარემოებაც – ვაი და, ვიღაც გონს მოვიდეს, საერთაშორისო პარტნიორების შეძახილი და თუნდაც ჩატარებული გამოკითხვების შედეგები გაითვალისწინოს. ამის გათვალისწინებით ყალიბდება დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ვალდებული ვართ, საკითხს არა მხოლოდ პოლიტიკური პლატფორმიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან მივუდგეთ – სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ მანდატები არ შევაჩეროთ. უნდა ვიმსჯელოთ აქედან გამომდინარე“, – ამბობს გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იარაღი ის რესურსი არაა, რითაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ.

„არ მგონია, რომ იარაღი იყოს ის რესურსი და ფაქტორი, რითაც შეიძლება, პოლიტიკოსები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ, არც დევნა, ბულინგს რომ უწოდებენ და არც ფიზიკური ანგარიშსწორება. მით უმეტეს, ეს არა ემოციით იქნება გაკეთებული, არამედ იმ მიმართულებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავითარებს – ძალადობის კულტივაცია, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხრიდანაც ძალადობის პროვოცირება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიზანს, გეგმას მიჰყვება და შეიძლება, მათთვის სასურველ სამიზნეებში იაგო ხვიჩიაც ჩაერთოს. იგივე ბათუმის ინციდენტი გავიხსენოთ. გამორიცხული არაფერია. სახელმწიფო იმ დონეზე დგას, რომ ეს ყველაფერი აღკვეთილი იყოს. გარდა ამისა, არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოება, არამედ ქართველი ხალხიც არ მიიღებს ბრძოლის ამ მეთოდებს, რომელმაც ჭირი მოგვჭამა და ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან ცუდი მხრიდან ახასიათებს“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თუ ვერ შევძლებ ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, მათთან ერთად ქუჩაში დავრჩები: იაგო ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები