LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი – თამარ ჩუგოშვილი

55

“ოპოზიციამ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი, მე არ მაქვს პასუხი გასაცემი, მათ აქვთ პასუხი გასაცემი – უნდათ ეს ცვლილებები, თუ არ უნდათ,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ მათ მხრიდან უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება არის და კიდევ ერთხელ თქვან უნდათ თუ არ უნდათ ცვლილებები და მერე გადაწყვიტონ ბოიკოტზე გადიან თუ არ გადიან. მე მგონი ამაზე კითხვებიც არ ჩნდება, პოზა არის და სრულიად უპასუხისმგებლო,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები