LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებდა, თითქოს სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია: მიხეილ სარჯველაძე

102
მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულმა კადრებმა ცხადყო, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ამძიმებდა ვითარებას და ცდილობდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ წარმოეჩინა.

ბევრი დღის განმავლობაში, ოპოზიცია საზოგადოებას კვებავდა ტყუილი, ფეიკ ამბებით – ჰყვებოდნენ, თითქოს კრიტიკულ მდგომარეობაშია ადამიანის ჯანმრთელობა, რომ ამდენი დღის განმავლობაში, მას საკვები არ მიუღია. გამოაშკარავდა, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო. – აცხადებს სარჯველაძე

მისი თქმით რეალურად, სააკაშვილს არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ დღეების რაოდენობის შიმშილობის შემდეგ, შეიძლება იწვევდეს მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები