ოპოზიციური სპექტრი მზად არის, პრეზიდენტთან ერთად, საკონსტიტუციო პროექტზე ახალი, შეთანხმებული დოკუმენტი მიიღოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ოპოზიციაშიც მიაჩნიათ, რომ ამით საერთაშრისო პარტნიორები ნახავენ, რომ თანხმობის დოკუმენტის შექმნა შესაძლებელია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალი საერთო დოკუმენტის მიღებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ქვეყანაში ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების საფრთხეა. თუმცა, ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მათ მიერ შეთავაზებუილ დოკუმენტი მისაღები იქნება.
„ხელისუფლება, უბრალოდ, უტიფრად შემდეგ კვირაში მიიღებს ერთ პარტიაზე მორგებულ კონსტიტუციას,“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია.
„ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე კომპრომისზე წასვლის არ სჯერა “ახალი საქართველოს” ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება კვლავ უარს იტყვის კომპრომისზე, აქტიურ ქმედებებზე გადასვლა იქნება საჭირო. „ეს შეიძლება იყოს აქციებიც, უფრო რადიკალური ქმედებებიც,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
“დარწმუნებული ვარ რომ “ქართული ოცნება” ამას არ მიიღებს, ეს კიდევ ერთხელ იქნება იმის ჩვენება, როგორ დგას ყველა ერთ პოზიციაზე და “ქართულ ოცნებას” აქვს სხვა პოზიცია,” – აცხადებს პაატა დავითაია. მისივე თქმით, თუ “ოცნება” ამას არ გაითვალისწინებს, შემდგომი ნაბიჯი პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს.