LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია პომპეოს მდუმარე აქციით დახვდება და მხოლოდ ერთ სიტყვას ეტყვის

129
pompeo 44

ოპოზიცია აშშ-ის გენერალური მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს მდუმარე აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააჟღერა.

მისი თქმით, აქციის ლოკაცია განსხვავებული იქნება და მას გამომსვლელები არ ეყოლება.

„17 ან 18 ნოემბერს ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას. ბუნებრივია, ეგ იქნება პირველ რიგში ტოტალური გაყალბებისკენ მიმართული აქცია და მეორე ერთგვარი საზეიმო დახვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მმიმართ.

აქციის ფორმატი და ლოკაცია განსხვავებული იქნება, აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, იქნება სტიკერები დაკრული და სოციალური დისტანცია დაცული. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, თქვან ერთდაერთი სიტყვა – გაყალბებულია.

ჩვენ ერთის მხრივ ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ პარტნიორს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

შეგახსენებთ, აშშ-ს გენერალური მდივანი საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვა. მას შეხვედრები დაგეგმილი აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს პატრიარქთან.

გავრცელებული ინფორმაციით, პომპეომ თავად მოითხოვა პატრიარქთან შეხვედრა.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში 7 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ჩამოდის.

3 მიზეზი, რის გამოც პომპეო ჩამოდის: შეიყვანს თუ არა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას პარლამენტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები