LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიცია ოდნავ იმედიანი განცხადებისას პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება – მაგალითად, ვაშაძე კრუნჩხვების მერე ჰყვება ზღაპრებს, ებრძვის ქარის წისქვილებს“ – მაჭარაშვილი შარლ მიშელის განცხადებაზე

148
გგგგურამ მაჭარტაშვილი

„მიშელის განცხადებაში იკითხება, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს და ეს პოზიტიურია, თუმცა, როცა ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, ეს უწყობს ხელს ევროსკეპტიციზმს“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი შარლ მიშელის განცხადებას.

ამასთან, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელიდან ოდნავ იმედიანი განცხადების გაჟღერების შემთხვევაში, ოპოზიცია „პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება“.

შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება - დროა წინ წავიწიოთ

მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

„შარლ მიშელის განცხადებაში იკითხება, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს და ეს პოზიტიურია, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროა მოცემულობა, როცა ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ. ეს უწყობს ხელს სწორედ ევროსკეპტიციზმს. რუსულ ნარატივს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ იყოს წარმატებული, ასეთი განცხადებები უწყობს ხელს, რადგან ასოცირების „ტრიოში“ საქართველო მათივე – ევროკავშირის შეფასებებით, ყოველთვის იყო და არის მოწინავე პოზიციაზე და როცა ამბობ, რომ ერთი წლის წინ მიეცი მოლდოვასა და უკრაინას სტატუსი და საქართველოც მიიღებს, მაგრამ ასახელებ გრძელვადიან პერსპექტივას, ეს ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს.

რომან გოცირიძე: დიდი ალბათობით, ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება იქნება და ყველა რეკომენდაცია შესრულდება

მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, როგორ შეხვდნენ ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. როგორც კი ოდნავ იმედიანი განცხადება ისმის ბრიუსელიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდებიან, მაგრამ ეს კრუნჩხვებიც განსხვავებულია, მაგალითად, ვაშაძე ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, რომ მერე ჰყვება ზღაპრებს, ებრძვის ქარის წისქვილებს, გამოიგონებს რაღაც ახალ ზღაპრებს და ისე ცუდად ჰყვება, ხალხი კი არა, თავისი პარტიის წევრებიც არ იჯერებენ, მერე დილით აღვიძებენ და ეუბნებიან, შენი პარტია დაიშალა და „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდიო, რაც რეალურად მოხდა.

„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარე, მევენახე ლევან ხაბეიშვილმა კი გადაწყვიტა ბევრი ყურძენი დაწუროს და თქვა, ბევრი ღვინო უნდა იყოს საქართველოშიო, მაგრამ ფანტაზიებში „ჩაუსვარა“ გვარამიამ, რადგან უთხრა, გაგახსენდეს, ღვინოზე რა განცხადებები გქონდა გაკეთებულიო.

ბუჩუკური: „ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ

მიშელის განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სხვადასხვანაირად შეხვდა. რადიკალური ოპოზიცია იყენებს ევროკავშირის ლიდერების განცხადებებს, თითქოს ევროკავშირმა უნდა უკარნახოს აქ საზოგადოებას, ვინ უნდა აირჩიონ, ეს არის ამათი ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც ღამე ესიზმრებათ და მერე ბრიფინგებზე ჰყვებიან. ერთი დილით ვენახში გარბის, როცა მისი ხელისუფლების დროს ყურძენს ებრძოდნენ და მეორე – ვაშაძე ზღაპრებს ჰყვება, რომ 9-თავიან გველეშაპს კლავს და მერე ეუბნებიან ისევ, „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდიო, მერე ყველა თავს იყრის „ნაცმოძრაობაში“. არც ერთი იყო შარლ მიშელის ჯგუფის წევრი და არც მეორე ტელემაგნატი – გვარამია, ორივე ბედკრული „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ და დაბრუნდნენ ისევ ამ „ნაცმოძრაობაში“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.