LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში აქციებს აანონსებს

104
ნიკა-მელია-2 (1)

ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მიმართავს.

აქციები და სხვადასხვა სახის საპროტესტო ღონისძიებები გუშინ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვედრაზე დაიგეგმა. უცვლელი რჩება ოპოზიცის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

“დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს და ჩვენი ამოცანა იქნება საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა ხდება რეალურად ქართულ პოლიტიკაში. გასაგებია, რომ ერთ მხარეს არიან “ნაცები” მიშას ბელადობით, მეორე მხარეს “ქართული ოცნება” ბიძინისტების მეთაურობით და მესამე მხარე არის “გირჩი”. ჩენ ქუჩაში დავრჩებით ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და ქუჩიდან ვამხელთ როგორც ხელისუფლების სიბრიყვეებს, ასევე ოპოზიციის შეცდომებს,” – აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გამართავს. მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიცია აქციებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მაინც გააგრძელებს.

პარლამენტი ნიკა მელიას, დღეს სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის პროცედურას იწყებს. სესია, სადაც კენჭისყრა იგეგმება, 12 საათისთვის დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები