LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა” – ამირან გამყრელიძე

20180718111955

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2013 წლის შემდეგ ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს.

როგორც ის აღნიშნავს, წინა ხელისუფლება, მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა.

„ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა. 2013 წლის შემდეგ კი, დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 85 პროცენტი ძირითადად მთელ მსოფლიოში, გრიპის დაწყებამდე ტარდება, ასე მოხდა საქართველოშიც. გასულ წელს, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 41 000 ადამიანი აიცრა, გაორმაგდა აცრა 2017-2018 სეზონთან მიმართებაში,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უნდა გაიზარდოს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში ვაქცინის ახალი პატრია შემოვიდა, რომელიც ყველაზე უფრო მაღალ რისკჯგუფებს მოხმარდება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ყველაზე უფრო მომატებული რისკჯგუფი ორსული ქალბატონები არიან. დღევანდელ თათბირზე, გრიპის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც გადაწყდა, რომ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა ძირითადად ორსულებს მოხმარდეთ. კერძო სექტორიც დათანხმდა და ამ სეზონზე პირველ რიგში, ორსულებს აცრიან,  ხოლო შემდგომ სხვა რისკჯგუფებს,“ – განაცხადა გამყრელიძემ.