დღეს მე-4 რაუნდი გაიმართა გაერთიანებულ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, რომელიც ისევ შეთანხმების გარეშე დასრულდა. პარტია “ქართული ოცნების” ერთი კვირის განავლობაში დამუშავებული ახალი საარჩევნო საკანონმდებლო ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული გადანაწილება – ეს იყო მთავრობის ახალი პროექტი, რომელსაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება და ისინი კვლავ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.
“მმართველმა გუნდმა რაც მოიტანა წინადადება, არის აბსოლუტურად მიუღებელი. 2020 წლის არჩევნები მათი თქმით უნდა ჩატარდეს შერეული სისტემით, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
“სერიოზულად განხილვადი არ არის საკითხი”, – ამბობს გიგა ბოკერია და დღევანდელი მთავრობის მიერ მიტანილი წინადადება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არასერიოზული ნაბიჯი გონია.
გაერთიანებული ოპოზიცია პროტესტს კვლავ აგრძელებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ იანვრიდან პროტესტი უფრო მწვავე ფორმით გაგრძელდება. მისივე განმარტებით, უცხოელი დიპლომატების მოთხოვნით, მთავრობასთან ოპოზიციის დიალოგის ფორმატი კვლავ დარჩება.
გაერთიანებული ოპოზიცია მთავრობას ახალ საარჩევნო მოდელს სთავაზობს(ვიდეო)