LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OPIC ფოთში ტერმინალის მშენებლობას 50 მილიონით დააფინანსებს

poti-port-1

2019 წლის 4 თებერვალს, 13:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში”, „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ “პეის” ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.

ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს” ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი, 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები