საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კლასიკურ ნაწარმოებებს წარმოადგენს, რომლებიც უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით შეიქმნა. ღონისძიება 26 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი – მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) იქნება.
შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უვერტიურა კორიოლანი, ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ოპერიდან ჰამლეტი და ნაწყვეტები ბალეტიდან ოტელო, პიოტრ ჩაიკოვსკის რომეო და ჯულიეტა. პრემიერა – ვახტანგ მაჭავარიანის 10 სონეტი უილიამ შექსპირის ტექსტზე.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი Conceptart და კომპანია ”ბადაგონი”.
საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”, რადიო ჰოლდინგი ”ფორტუნა”, მედია ჰოლდინგი ”პალიტრა” და საინფორმაციო ცენტრი ”118 08”
ბილეთის ფასია: 10, 15, 20, 25, 30, 35 და 40 ლარი
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ. გვერდზე www.biletebi.ge