Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოპერის თეატრის მთავარ დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილს 60 წლის იუბილეზე სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერის თეატრის მთავარ დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილს 60 წლის იუბილეზე სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს

208
აზმაიფარაშილი

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის მთავარ დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილს 60 წლის იუბილეზე ვარსკვლავი გაუხსნეს.

“მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.

დღეს ,ჯაკომო პუჩინის „მანონ ლესკოს“ საპრემიერო ჩვენების შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ზაზა აზმაიფარაშვილმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1991 წელს კი იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით სანკტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით.

1985-2004 წლებში ზაზა აზმაიფარაშვილი საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა. ამ ორკესტრთან ერთად იყო გასტროლზე თურქეთში, იტალიასა და ესპანეთში. 1991 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე მოღვაწეობს, გახლავთ სრული პროფესორი.

1995 წელს, სანკტ-პეტერბურგში სერგეი პროკოფიევის სახელობის დირიჟორთა მე-2 საერთაშორისო კონკურსზე დირიჟორმა მეორე პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა(პირველი პრემია არ გაცემულა). 1997-98 წლებში მიიწვიეს მოსკოვის დიდ თეატრში, სადაც ვერდის „ტრავიატა“ და „ტრუბადური“ იდირიჟორა. 1998 წელს ვერდის „აიდა“ იდირიჟორა საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „ბრავო“. 2001 წელს მიიწვიეს ესპანეთში მასკანის „სოფლის ღირსების“ დასადგმელად.

2002 წელს მაესტრო იწყებს მუშაობას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დგამს ჯუზეპე ვერდის „მაკბეტს“. 2004-2009 წლებში ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია.
2014-16 წლებში ზაზა აზმაიფარაშვილი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საპატიო დირიჟორია, 2016 წლიდან კი, ამ თეატრის მთავარი დირიჟორია.

ზაზა აზმაიფარაშვილს განხორციელებული აქვს 28 საოპერო პრემიერა. მისი დადგმებია: ვერდის „მაკბეტი“, „დონ კარლოსი“, „სიმონ ბოკანეგრა“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“, პუჩინის „ტურანდოტი“, დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“, ზ. ფალიაშვილის „აბესლომ და ეთერი“…

1980 წლიდან თანამშრომლობს ყველა ქართველ საოპერო ვარსკვლავთან და მსოფლიოში სახელგანთქმულ უცხოელ შემსრულებლებთან” – ნათქვამია საქართველოს კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები