LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერირების დაწყების ოფიციალური თარიღი დასახელდა: ილონ მასკის კომპანია საქართველოში შემოდის

173
a042ca2b27273898110f6cf3b4d51af5

2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას. პირველ ეტაპზე, Starlink-ის ინტერნეტი  საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ დირექტორს ბენ მაკ უილიამსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის  ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით, ფაქტობრივად, ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით.

„ჩვენი ქვეყნის რთული გეოგრაფიიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის ინტერნეტი ხელმისაწვდომი ყველა მხარეში არ არის, თუმცა 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას იწყებს SpaceX-ის პროექტი Starlink-ი, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი ხარისხის სწრაფი ინტერნეტი ყველა მხარეში იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის ტურიზმის წასახალისებლად. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დარჩება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის ინტერნეტი არ იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები