LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპერაციის დაწყებიდან ერთ საათში ყველა მგზავრი უსაფრთხოდ იყო მოხსნილი საბაგიროდან… ენდეთ ჩვენს მაშველებს” – თაზო გამცემლიძე

128
BeFunky-collage (48)

ბაკურიანში, მიტარბის საბაგიროდან დამსვენებელთა ევაკუაცია გუშინ დასრულდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, მაშველებმა საბაგიროდან 25 ადამიანი ჩამოიყვანეს.

წარმატებულ ოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება თაზო გამცემლიძე და მაშველებს საქმის პროფესიონალურად შესრულებისთვის მადლობას უხდის.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა და მიტარბი შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით

“მადლობა მინდა ვუთხრა ბაკურიანის მთის მართვის სამსახურის სამაშველოს ბიჭებს, თავიანთი საქმის პროფესიონალურად შესრულებისთვის.

ოპერაციის დაწყებიდან ერთ!!! საათში (ევროპული სტანდარტით 3 საათია გათვალისწინებული) ყველა მგზავრი უსაფრთხოდ იყო მოხსნილი საბაგიროდან.

ენდეთ ჩვენს მაშველებს, ისინი თავის საქმის პროფესიონალები არიან და ყველაფერს აკეთებენ თქვენი უსაფრთხოებისთვის”, – წერს თაზო გამცემლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები