LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერაციას ანესთეზიის და გაუტკივარების გარეშე ვატარებთ. დახმარება გვჭირდება – ბევრ დაჭრილს სიკვდილს საათები აშორებთ: „აზოვის“ ბატალიონის ექიმი

86
აზოვის ექიმი

„აზოვის“ ბატალიონის ექიმი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში არსებული სიტუაცია გაუსაძლისია. როგორც ექიმი ჰყვება, მათ აღარ აქვთ მედიკამენტები, ოპერაციებს კი ანესთეზიის და გაუტკივარების გარეშე აკეთებენ.

მისივე განმარტებით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მისიის დაუყოვნებლივ შესვლა ქარხნის ტერიტორიაზე, რადგან ბევრ დაჭრილს სიკვდილს არა დღეები, არამედ საათები აშორებთ.

„მტერი არ ჩერდება, ყოველდღე ვიბომბებით. შტურმი არ სრულდება, სიტუაცია მუდმივად დაძაბულია. ცდილობენ შემოჭრას, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიცავთ. გვყავს 600-ზე მეტი დაჭრილი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ. მედიკამენტები ფაქტობრივად აღარ გვაქვს, განადგურებულია საჭირო ტექნიკა. ოპერაციას ანესთეზიის და გაუტკივარების გარეშე ვატარებთ. ჩვენ დახმარება გვჭირდება. აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მისიის დაუყოვნებლივ შემოსვლა. რადგან ბევრ დაჭრილს სიკვდილს არა დღეები, არამედ საათები აშორებთ. მგონია, რომ ჩვენი გადარჩენა თურქეთის პრეზიდენტს შეუძლია“, – ამბობს „აზოვის“ ბატალიონის ექიმი.