LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპენჰაიმერი“ მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა

141
page

რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ფილმი „ოპენჰაიმერი“, ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული სურათი გახდა. ფილმის შემოსავალმა უკვე 912 მილიონ დოლარს გადააჭარბა და ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულ ფილმს „ბოჰემური რაფსოდია“ (910 მილიონი) გადაუსწრო.

ცნობისთვის, „ოპენჰაიმერი“ ნოლანის კარიერაში შემოსავლის თვალსაზრისით მესამე ფილმია. პირველ და მეორე ადგილს „ბეტმენის“ ტრილოგიის ფილმები იკავებენ.

ნოლანის ახალი ფილმი ამერიკელი ფიზიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის ისტორიას გვიყვება, რომელმაც ატომური იარაღი შექმნა. ფილმში მთავარ როლს, კილიან მერფი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი მუშაობისა და ათეულობით ფილმის დადგმის შემდეგ, ნოლანმა პირველად დაწერა ფილმის სცენარი პირველ პირში. რეჟისორს ძალიან უნდოდა მთავარი გმირის „ტვინში შეღწევა“, მისი ფიქრებისა და ემოციების ამოცნობა, რადგან ჩათვალა, რომ ასე უფრო ეფექტურად წარმოაჩენდა მის ინტელექტსა და გენიალურობას.

„მაყურებელმა ზუსტად ისე უნდა დაინახოს კვანტური სამყარო, ატომების მოძრაობა და ენერგიის ტალღები, როგორც ოპენჰაიმერი ხედავდა” – კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“

კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“ მსოფლიო გაქირავებაში 700 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა, როგორია პროგნოზები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები