LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Opel-ის პირველი ჰიბრიდული ავტომობილი ტესტირებას გადის (ფოტო)

15

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Opel-ის ბრენდის ქვეშ ელექტრომობილი დამზადდებოდა, რომელიც Chevrolet Bolt EV-ს ბაზაზე იქნებოდა აწყობილი. დღეს სოც-ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია გერმანული ბრენდის პირველი ჰიბრიდული ავტომობილი.

უკანასკნელი ინფორმაციით Opel Ampera-ს პრემიერა შემდეგ წელს იგეგმება, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ეტაპისთვის ის მხოლოდ ერთადერთი ჰიბრიდული წარმომადგენელი იქნება Opel-ის მარკის ქვეშ.

ავტომობილი ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ერთდროულად გამოჩნდება. Opel-ის პირველი ჰიბრიდული მოდელის კაპოტქვეშ მოთავსებული იქნება 1,5 ლიტრიანი 149 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტრექტროძრავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები