LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Opel ჟენევის ავტოშოუზე უნიკალურ ავტომობილს წარადგენს

19

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Opel მომხმარებლებს ჟენევის ავტოშოუზე უნიკალურ მოდელს შესთავაზებს. როგორც ირკვევა, საქმე ეხება 1965 წელს დამზადებულ 2 ექსპერიმენტარული ავტომობილის  Experimental GT და Monza-ს გაერთიანებულ კონცეპტუალურ მოდელს.

გავრცელებული ფოტო მასალის მიხედვით ახალი ავტომობილი საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება, რაც მისი უცნაური დიზაინის დამსახურებაა. ერთი შეხედვით ახალი მოდელი მომავლიდან დაბრუნებულ კოსმიურ სატრანსპორტო საშუალებას გავს, თუმცა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

”ახალი GT ვიზუალურად აბსოლუტურად განსხვავდება, როგორც სხვა ბრენდის ავტომობილებისგან, აგრეთვე მისი წინამორბედებისგანაც. უნიკალური დიზაინი კონცეპტუალური მოდელის სავიზიტო ბარათად გადაიქცევა. წითელი ფერის კანტები, მომავლის ავტომობილის ვიზუალური ეფექტი და უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული მაშუქი სისტემა ავტომობილს შემოსავლიან მოდელად გადააქცევს” – ამბობენ კრიტიკოსები.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, გერმანელებმა აქაც ნოვაციას მიმართეს და კონცეპტუალური ავტომობილის კამპოტქვეშ მძლავრი 1.0 ლიტრიანი, 3 ცილიდრიანი, ტურბინიანი ალუმინის ძრავი მოათავსეს. ძრავის სიმძლავრე 145 ცხენის ძალაა. 100კმ/სთ სიჩქარეს კი 8 წამში ანვითარებს.

გარდა ამისა, ცვლილებები იქნება ინტერიერშიც, თუმცა, ჯერჯერობით ინტერიერის ამსახველ ფოტომასალას Opel-ი საიდუმლოდ ინახავს.

შეგახსენებთ, რომ  Opel GT-ს კონცეპტუალური მოდელის დებიუტი ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება, რომელიც 3 მარტს გაიხსენაბა და 13 მარტს დასრულდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები