LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინკლინიკების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მოსახლეობას ემსახურება 700-მდე ექიმი: გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ

61
tikaradze

“ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც კოვიდინფექციის შესახებ მსოფლიოსთვის მინიმალური ცნობები იყო ხელმისაწვდომი, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მოსალოდნელი საფრთხისთვის მზადება.” – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

ეკატერინე ტიკარაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც პანდემიის მიმდინარეობისას, სამინისტრომ კოვიდ-19-თან საბრძოლველად განახორციელა.

მისი თქმით, ვირუსთან ბრძლის პროცესში თავდაპირვლად, 25 ონლაინკლინიკა იყო ჩართული, რომელთა რაოდენობაც 65-მდე გაიზარდა:

“მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინკლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდპაციენტების დისტანციური მართვა.

დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. 2 აპრილიდან დღემდე, ონლაინკლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა.” – თქვა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, იმიასთვის, რომ ვირუსის ეფექტიანი მართვა მოხდეს, პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული და 65-მდე კლინიკაში მოსახლეობას 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი ემსახურება.