LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ ვაჭრობისას განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი, შესაძლოა, 700 ლარამდე გაიზარდოს

229
08dc2c42-645a-4511-b99f-7d82ce7babc6-675

ონლაინ ვაჭრობისას განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი, შესაძლოა, 700 ლარამდე გაიზარდოს. ცვლილებას “საგადასახადო კოდექსი” ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიციატორები კი პარლამენტის წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არიან. ინფორმაციას “ბიზნესპარტნიორი” ავრცელებს.

“კანონპროექტის მიღების შედეგად, შემსუბუქდება იმ ადამიანების ფინანსური ტვირთი, რომლებიც იღებენ მცირე ფინანსური მნიშვნელობის საფოსტო გზავნილებს, რაც დღეს არსებული კანონმდებლობით არაგონივრულად ძვირი უჯდებათ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გამარტივდება მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესის წარმოება“, – მიიჩნევენ კანონპროექტის ინიციატორები.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ 300 ლარზე მეტი ღირებულების გზავნილების განბაჟება სავალდებულოა. განბაჟების ღირებულება კი, ამანათის ღირებულების 18%-ს შეადგენს. 300 ლარიანი ლიმიტი 2009 წელს დაწესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები