Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ონლაინ სწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5 156-მა მშობელმა შეიტანა, 6 277-მა კი რეგისტრაცია გააუქმა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5 156-მა მშობელმა შეიტანა, 6 277-მა კი რეგისტრაცია გააუქმა

248
ganatlebis-saministro-w-h

ახალი სემესტრიდან, რომელიც 17 იანვარს იწყება, ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 5 156 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გაუქმდა ონლაინსწავლების 6277 განაცხადი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები