LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სესხების ახალი ხაფანგი: რას უნდა უფრთხოდეს მომხმარებელი

93

ონლაინ სესხების ახალი ხაფანგი, – ასეთი სათაურით სტატიას დღევანდელი „რეზონანსი“ აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე კომპანიამ ახალი წესები ისე შემოიღო, რომ ამის შესახებ კლიენტებს არ აფრთხილებენ. ონლაინ სესხის დამტკიცების შემდეგ კი კლიენტს სმს შეტყობინება მისდის, სადაც მას 120 საათის განმავლობაში თავდებში მდგომი პირის მიყვანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირგასამტეხლო დამტკიცებული სესხის 12% შეადგენს. ისე რომ თუ კლიენტმა არც გაფორებული ხელშეკრულება გადაიკითხა და არც სმს მიაქცია ყურადღება და 120 საათის განმავლობაში თავმდებში მდგომი პირი არ მიიყვანა, კომპანიაში მას დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.

2016 წელს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დახარჯულ თანხებზე წერს დღევანდელი „ახალი თაობა“. სტატიიდან გაიგებთ, რომ მთავრობამ წელს სარეზერვო ფონდში გათვალისწინებულ თანხაზე 347%-ით მეტი დახარჯა. ანუ 2016 წელს მთავრობას უნდა დაეხარჯა 50 მილიონი ლარი და 172 872 654 მილიონი ლარი დახარჯა.

პრეზიდენტი კი სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხების მხრივ უფრო მოკრძალებულია.
მისი სარეზერვო ფონდი 2016 წელს 5 მილიონი ლარი იყო, მან კი 4, 860 მილიონი ლარი დახარჯა მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები