საქართველოში ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია Be.ge მომხმარებელს 15 000-ზე მეტი დასახელების ცნობილი ბრენდების ოფიციალურ პროდუქციას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია ტექნიკის სრული ასორტიმენტი: მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამზარეულოს სხვადასხვა ტექნიკა, კომპიუტერები, მობილურები, ციფრული ტექნიკა და სხვა.
როგორც ”ფორტუნას” Be.ge-ის დირექტორმა ვაჟა მამნიაშვილმა განუცხადა, მაღაზია პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ანგარიშსწორების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს: ნაღდი ანგარიშსწორება, გადარიცხვა, განვადება და ბარათით გადახა. მომხმარებელის ანგარიშსწორების შემდეგ მიიღებს ჩეკსა და პროდუქტის საგარანტიო ფურცელს.
”რაც შეეხება შეძენილი ნივთის მიწოდებას, ის მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს. დედაქალაქში კი პროდუქტს კლიენტს შეძენის დღესვე ვაწვდით, ამასთან უფასოდ”, – განმარტა მამნიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ინტერნეტ მაღაზიას განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს კორპორატიული კლიენტებისთვის. გარდა სხვა სერვისებისა, მათთვის ათი ათასზე მეტი დასახელების პროდუქტზე ფასდაკლება ვრცელდება.
როგორს Be.ge-ის დირექტორი ამბობს, კომპანია სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს. ”გავქვს ძალიან ბევრი გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ. უმთავრესი კი არის შემდეგი:
1. თბილისში #1 პოზიციის გამყარება და გაძლიერება
2. რეგიონებში მიწოდების არეალის გაფართოება
3. სერვისის კიდევ უფრო დახვეწა
4. ახალი პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლებისთვის
5. ცნობადობის გაზრდა და ზოგადად, ინტერნეტში პროდუქციის შეძენის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა, ნდობის ამაღლება”, – აღნიშნა ვაჟა მამნიაშვილმა.
ცნობისთვის, Be.ge ქართულ ბაზარზე 2013 წლიდანაა წარმოდგენილი. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ტექნიკის ონლაინ გაყიდვებია. მაღაზიაში წარმოდგენილია ტექნიკის სრული ასორტიმენტი.