LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ აზარტული კომპანიების დარეგულირებასთან დაკავშირებით, ისეთ რიცხვებს „აბრახუნებენ”, საერთოდ საკითხთან კავშირი რომ არ აქვს – პაატა ბაირახტარი

121
ipiccy-image

„სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით ბიუჯეტში თანხები გამოთავისუფლდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს. ის მთავრობის მიერ ონლაინ კაზინოებისთვის შეზღუდვების დაწესებას აფასებს და სოციალურ  ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

„ე.ი. ონლაინ აზარტული კომპანიების დარეგულირებასთან დაკავშირებით, ისეთი “ანალიზები” იდება, ისეთ რიცხვებს “აბრახუნებენ”, ისეთ პარამეტრებზე საუბრობენ, საერთოდ საკითხთან კავშირი, რომ არ აქვს. კაი ნუ ეკონომიკასთან, თუ მწყრალად ხართ, არითმეტიკა მაინც ხო იცით. პ.ს. ისე, რომ იცოდეთ აზარტული კომპანიების წლიური ბრუნვა, თითქმის 2-ჯერ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან მოცულობას (32 მილიარდი), ხოლო მის მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები, საკმაოდ მოკრძალებულია და საერთო ჯამში 240 მლნ არ აღემატება.

პ.პ.ს ამ სექტორის სამართლიანი დაბეგვრის შემთხვევაში ცენტრალურ ბიუჯეტში შესაძლებელია თანხების გამოთავისუფლება, ისეთი სოციალური პროდუქტებისთვის, როგორიცაა მაგ. ნავთობპროდუქტების აქციზი, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს სოციალურ ტვირთს, ინფლაციურ წნეხს და ა.შ“, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები